ანზორ ჩუბინიძე : პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ბუჩუკური სხვა თანამდებობაზე მოიაზრება

პატრიარქის პირადი დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, ზურაბ ბუჩუკური სხვა თანამდებობაზე მოიაზრება, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის დაცვის ცვლილებაში უჩვეულო არაფერია.

“პატრიარქის დაცვის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გაიმართა. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს ჩვეული ფორმაა. დაცვის სამსახურს აქვს მუშაობის პერიოდი, გადამზადების პერიოდი, დასვენების პერიოდი. გთხოვთ, ამაზე აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ. არ მინდა, ზურაბ ბუჩუკურს ჩრდილი მიადგეს. ის არის ძალიან კეთილსინდისიერი, სწორი გზა განვლო და უკვე გარკვეულ თანამდებობაზე მოიაზრება”, – აღნიშნა ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში“ვანგა არ ვარ” – მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს?
შემდეგი სტატიაკობახიძეს მდინარაძე შეცვლის – სპიკერი გერმანიაში ელჩად გადაჰყავთ?