ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობის დატოვებისკენ უსაფრთხოების ზომების გამო მოუწოდეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2019 23:33

ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობის დატოვებისკენ უსაფრთხოების ზომების გამო მოუწოდეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტში მყოფებს სთხოვა, ყველას დაეტოვებინა პარლამენტის შენობა დეპუტატების გარდა.

მოგვიანებით ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აღნიშნული ღონისძიებები უსაფრთხიოების ნორმებს უკავშირდება.

„მოშორდით ფანჯრებს, მე თქვენ წამოგიყვანეთ უსაფრთხო ადგილას“, – განუცხადა პარლამენტში ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რატომ არის საუბარი უსაფრთხოებაზე, შესაძლებელია თუ არა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენონ, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა: „ყველაფერია შესაძლებელია“.​

ამ დროისთვის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში თავისუფლად გადაადგილდებიან.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 20, 2019 23:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics