ანზორ ბიწაძე: “ხელისუფლებამ მხარდამჭერების მოსაზიდათ პროვოკაცია დაგეგმა ”

“ქართულ ოცნებაში” რაღაც დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი . აქამდე ჯერ არნახული დემაგოგიით, გვიმტკიცებენ, თითქოს ვინმეს ეჭვის ქვეშ დაეყენებინოს ის რომ დავითგარეჯი საქართველოა. რაღაც პროვოკაცია დაგეგმეს აშკარად, ხმების მოსაზიდად, მაგრამ საბედნიეროდ ისე არ ბნელა ქვეყანაზე, როგორც მათ სურთ. სანამდე უნდა მიგვიყვანოს ამ აბსურდის თეატრმა? შემდეგ არჩევნებზე, ალბათ მთავარი მესიჯი ექნებათ: თბილისი საქართველოა და ოპოზიცია ამას უარყოფსო. უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე, განუწყვეტლივ აცხადებდნენ, “კოვიდეფექტური” მთავრობა ვართ და ამიტომ ხმა ჩვენ უნდა მოგვცეთო. ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, აღარ იციან რა მოიფიქრონ და ამ ყველაფერმა კატასტროფული დემაგოგიის და ცინიზმის სახე მიიღო”,-აცხადებს “ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად მშვიდობით ცხოვრობენ – ალიევი
შემდეგი სტატიაბათლომე შელია მეგის ქარდავაზე: მის ნამოქმედარს ვიმკით მთელი საქართველო 8 წელია