ანზორ ბიწაძე – “ ჯერ კიდევ ერთი თვის უკან ბიბილოვის განცხადების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაგვენახებინა რომ ამას საქართველო არ შეეგუება”

ჯერ კიდევ ერთი თვის უკან, როდესაც ბიბილოვმა რეფერენდუმი დაანონსა, პირველი საგანგაშო სიგნალი გახმოვანდა! სამწუხაროდ ამას კატასტროფულად არასაკმარისი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების, ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდანაც კი. მე და ჩემი თანაგუნდელები მოვუწოდებდით ყველას რომ განგაშის დრო იყო. განგაშის, რომელიც ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის სიგნალი იქნებოდა, რომ საქართველო არ შეეგუება ჩვენი მიწების უკვე იურიდიული მიტაცების გაფორმებას.

ნათელია, რომ რეფენდუმის შედეგები,რუსეთითვის დამატებითი ზეწოლის ბერკეტი იქნება ჩვენს ქვეყანაზე. აუცილებელია მტკიცე რეაქცია, ისე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი ამ ყოველივეს არ შეეგუება, ასევე უნდა დაინახონ ეს მოსკოვშიც, სანამ რეფერენდუმის შედეგების გამოყენებას შეეცდებიან.

საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მწვავე რეაქცია ქონდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სურათების ბედზე, ვიდრე მოსალოდნელ რეფერენდუმზე! ჩვენ თუ არ გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის ნაწილის ბედი, სხვა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. არ სჩანს საზოგადოების ისეთი რეაქციაც, როგორიც ცხინვალს და მის კურატორებს მოსკოვში დააფიქრებდა, რამდენად უღირთ ეხლა ამის გაკეთება.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების იმედი უბრალოთ ვერ გვექნება, ეს არის ის საკითხი, რაზეც უნდა შევძლოთ საყოველთაო მობილეზება და კონსოლიდირება ოპოზიციამ და საზოგადოებამ, ვაჩვენოთ პროტესტი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მტერსაც და მოყვარესაც. ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი სახელმწიფოს წინაშე.”-განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტები უკრაინის სამხრეთით უნიკალურ ნაკრძალს ანადგურებენ, მდგომარეობა კატასტროფულია – დენისოვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ქართველები ვამაყობთ ქალის როლით ისტორიასა და დღევანდელობაში, მათი წვლილით პოლიტიკური ცხოვრებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებაში