,,ანზორ ბიწაძე: ის რომ არავინ დაშავებულა, ასი პროცენტით ნიკა მელის დამსახურებაა”

“ის რომ ოპერაციის დროს არავინ დაზარალებულა, ასი პროცენტით ნიკა მელიას დამსახურებაა. ნეკია მელია ჯერ ციხეში უსამართლოდ გამოკეტეს და ახლა გომელაური და ღარიბაშვილი უსამართლოდ, საკუთარ თავზე იწერენ.

თავმომწონედ გვეუბნებიან რომ ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ დაზარალებულა. ეს არის ნიკა მელიას გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც მან მიიღო გუშინ საღამოს, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვთათბირობდით როგორ უნდა დაგვეცვა თავი ივანიშვილის და ღარიბაშვილის აგრესიისგან.

ყველა ოპოზიციონერი კოლეგის და აქტივისტისადმი, ნიკა მელიას პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ უპრეცენდენტოდ მშვიდობიანი ყოფილიყო მისი მხარდამჭერების და კოლეგების სამართალდამცავების დახვედრა.

ასე რომ, მისი ამ დამსახურების უსინდისოდ მითვისებას, გომელაურმა და ღარიბაშვილმა თავი დაანებონ. ეს ნიკას დამსახურებაა!”,-აცხადებს ანზორ ბიწაძე.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიყლაძე: საცოდავია ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ამ ბრიყვების ხელში