ანზორ ბიწაძე : ,,გაფრთხილებთ, თითი არ დააკაროთ ნიკა მელიას”

,,ეხლა კობახიძე დაემუქრა ნიკა მელიას. კატეგორიულად გაფრთხილებთ, თითი არ დააკაროთ მაგ კაცს და არ გაბედოთ ისევ იმ არანორმალური კობახიძისი ჭკუაზე იაროთ.” – ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველოს” ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც ნიკა მელიას კრიმინალი უწოდა და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,სადამდე მიგიყვანათ კობახიძის ჭკუაზე სიარულმა ხომ ნახეთ ? არავის არ ჰქონია ცესკოში შეჭრის მცდელობა, მდგარიყო პოლიცია პერიმეტრის შიგნით და ხალხს გაეპროტესტებინა პერიმეტრს გარეთ ის ვაქხანალია რაც 31 ოქტომბერს მოაწყვეთ. რისი გულისთვის გვასხით პანდემიის დროს ცივი წყალი ამ სიცივეში “კოვიდეფექტურო მენეჯერებო”?”- აცხადებს ანზორ ბიწაძე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” თქვა, 22:00 საათიდან კორონა იღვიძებს, სახლებში შედით და დაიძინეთო , ეს არის ივანიშვილის ახირება და არა კანონის აღსრულება