ანზორ ბიწაძე: „ეპიდემიოლოგებს ამოფარებულმა მილიარდერმა,ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან მოუწოდა გაჭირვებულ და გაღარიბებულ ქვეყანას, აირჩიონ მისი მორჩილი მილიონერები მაჟორიტარ დეპუტატებად“

“დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი, კიდევ ერთხელ დაგვანახებს მილიარდერის შეშინებულ სახეს ოქტომბერში, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ იყო“. -აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
„ცოტა არ იყოს, გროტესკული სანახაობა იყო ის ყველაფერი, რაც დღეს ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენისას ვიხილეთ. პანდემიის დროს ექიმების ღვაწლი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ უხერხულია, ეპიდემოიოლოგები სუფთა პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ. ეპიდემიოლოგებს ამოფარებულმა მილიარდერმა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან მოუწოდა გაჭირვებულ და გაღარიბებულ ქვეყანას, აირჩიონ მისი მორჩილი მილიონერები მაჟორიტარ დეპუტატებად.
ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუჯეროს ხალხმა ,,ქართულ ოცნებას“ ამდენი გადაგდებისა და ტყუილების შემდეგ“-აცხადებს ანზორ ბიწაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქუთაისში გამოკვლეულ 295 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა