“ანულირებულია!” – რუსი ბაიკერებისთვის საქართველოს საზღვარი მაისის ბოლომდე დაიკეტა

მხოლოდ ორ მაისს, ზემო ლარსიდან ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს 50 რუსი მოტოციკლისტი, ე.წ. ბაიკერები, მათ შორის ისინი, რომლებიც არცერთი კლუბის წევრები არ არიან. ამის შესახებ «Авто Mail.Ru»-ს რუსმა ბაიკერებმა უთხრეს და საზღვართან დარტყმული შტამპიც წარუდგინეს.

რუსი მოტოციკლისტები ამბობენ, რომ საქართველოში შესვლის ნებართვაზე მაშინვე უარს ეუბნებოდნენ და შტამპს “ანულირებულია!”(Cancelled) ურტყამდნენ, როგორც კი გრაფაში – “ტრანსპორტი” ჩაიწერებოდა “მოტოციკლი”.
ამასთან, “ფეისბუქზე” შექმნილ გვერდზე “Настоящий Мотоциклист” წერენ, რომ ზემო ლარსთან მოცდა არ ღირს, რადგან არაოფიციალური ვერსიით, საქართველოსთან საზღვარი მაისის ბოლომდე დაიკეტა. გვერდზე მოუწოდებენ სხვა ბაიკერებს, უკან, ვლადიკავკაზში გაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ თავად რუსი მოტოციკლისტი ტურისტები ამ გამკაცრებული ზომების გამო არა ქართველ მესაზღვრეებს და ზოგადად, ქართულ მხარეს, არამედ “ღამის მგლებს” და მის ლიდერს – ალექსანდრე ზალდასტანოვს, იგივე “ქირურგს” ადანაშაულებენ. ისინი წერენ, რომ “ქირურგის” გამო “ნორმალური მოტოციკლისტები ქვეყანაში ვერ შედიან”:
“У меня вопрос; Зладостанов, ты не охренел????
У кого есть возможность, передайте этому “ч”удаку, что нормальные мотоциклисты из-за него не могут путешествовать !!!”, – წერს რუსი მოტოციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვსკი.
შეგახსენებთ, “ღამის მგლები” საქართველოში შემოსვლას და 9 მაისთან დაკავშირებულ პერფორმანსს გეგმავდნენ, რაც “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრმა ირაკლი ყიფიანმაც დაანონსა.
მან განაცხადა, რომ რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლასა და ე.წ. “გეორგიევსკის ლენტების” აფრიალებას ხელს არაფერი შეუშლიდა, თუმცა, დღეს შსს-ს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ “ღამის მგლების” შემოსვლა საქართველოში არ იქნებოდა სასურველი.

წყარო: allmedia

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ლევანიკო გუბერნატორი ნარკომანების სამსახურშია,,
შემდეგი სტატიაბათლომე შელია: პრობლემა ქართული ოცნების შიგნით დაწყებულ ბინძურ პოლიტიკურ თამაშშია