ანტვერპენში ერთი ადამიანის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში, შესაძლოა, ქართველი ფიგურირებდეს

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 76 წლის მამაკაცი დანით მოკლეს, დაკავებული ამბობს, რომ საქართველოდან დევნილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazet van Antwerpen-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა სახელად სიმონი, ანტერპერნის ლინკერუვერის უბნის ავტობუსში დანით 76 წლის მამაკაცი მოკლა და კიდევ ერთი მუხლში დაჭრა.

დაკავებულმა პოლიციასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ის ნიდერლანდებში როგორც საქართველოდან დევნილი იმყოფება. დაკითხვის დროს მას ქართველი თარჯიმანი ახლდა თან.

აღინიშნება, რომ ინციდენტის შემდეგ ანტვერპენის პოლიციის სწრაფი რეაგირების გუნდმა მალევე მოახერხა ეჭვმიტანილის დაკავება. ქალაქის პროკურორის ოფისის განცხადებით, პოლიციას დღის დასაწყისშიც დაუკავშირდნენ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან ქურდობის თაობაზე, რომელიც, წინასწარი ცნობებით, დაკავებულმა ჩაიდინა, თუმცა მაშინ მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი გამოძიებასთან თანამშრომლობს. ანტვერპენის პროკურორის ოფისის განცხადებით, დაკავებული საავადმყოფოში სამედიცინო გამოკვლევისა და ფსიქიატრიული ანალიზისთვის გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიშილინგი: ამაღლობელის საქმე ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული, შეტევაა პრესის თავისუფლებაზე
შემდეგი სტატიაამერიკული ავიამზიდი USS Ford ისრაელთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება