ანტონიუ კოშტა – უნდა უზრუნველვყოთ რუსული გაყინული აქტივების განბლოკვა ევროპაში ომის დასრულებამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაუხდის რეპარაციას უკრაინას

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსული გაყინული აქტივების განბლოკვა ევროპაში ომის დასრულებამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაუხდის რეპარაციას უკრაინას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ეს გასულ კვირას განვახორციელეთ, როდესაც საბჭომ დაამტკიცა ევროპაში არსებული რუსული გაყინული აქტივების გრძელვადიანი განბლოკვა და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 2026 და 2027 წლებისთვის. დღეს, ჩვენ დავამტკიცებთ ფორმას ამის განსახორციელებლად.

როგორც იცით, კომისიამ წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ვრცელი ანგარიში გვაქვს ევროკავშირის საბჭოში. გარწმუნებთ, რომ დღესაც, და თუ საჭირო იქნება ხვალაც, ვიმუშავებთ და არ დავტოვებთ ამ საბჭოს სხდომას საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურს საჭიროებებს 2026 და 2027 წლებისთვის“,- განაცხადა ანტონიუ კოშტამ.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა ბიძგები თბილისის დროით 13:26 საათზე დაფიქსირდა