9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ანტონიუ კოშტა: აზერბაიჯანი ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია

აზერბაიჯანი ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია, ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ გავაცოცხლეთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია. ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ გავაცოცხლეთ ჩვენი ურთიერთობები. დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია ჩვენი საერთო ვალდებულებისა შემდგომი თანამშრომლობის მიმართ, განსაკუთრებით უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ასევე არსებული დიალოგის მექანიზმების სრულად გამოყენებისა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ახალ ჩარჩოზე ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს ძლიერ სიგნალს აგზავნის მომავლის თაობაზე ჩვენი ერთობლივი ხედვის შესახებ. ჩვენ ასევე ვიკვლევთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებს“, – განაცხადა კოშტამ.

კოშტას თქმით, ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

„ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიანი, სტაბილური, ურთიერთდაკავშირებული და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიულია. ვაშინგტონის შეთანხმებები ასახავს თქვენს ერთგულებას დიალოგისა და შერიგების მიმართ და ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას მათი სრული განხორციელების მხარდაჭერაში. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა არა მხოლოდ პოლიტიკურ შეთანხმებებზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქაღალდზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე – ეკონომიკურ კავშირებზე, ვაჭრობასა და საერთო კეთილდღეობაზეა აგებული. ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება გრძელვადიანი სტაბილურობისკენ მიმავალი ყველაზე საიმედო გზაა. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ შესაძლებლობების გახსნას ყველას საკეთილდღეოდ. აზერბაიჯანის რეგიონული როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა კოშტამ.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს: მიიღეთ ზომები, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს