11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ანტონიუ გუტიერეში იმედოვნებს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნით მხარეებს შორის ნდობა გამყარდება

J

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჰორმუზის სრუტე ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად ღია იქნება.

გუტიერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლებების სრული აღდგენა, რაც ყველა მხარემ უნდა დაიცვას.

გაეროს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ერთად, გაამყარებს ნდობას მხარეებს შორის.

გუტიერეშმა მხარდაჭერა გამოუცხადა მიმდინარე დიალოგს, რომლის ფასილიტატორიც პაკისტანია.

მისი თქმით, ეს ზომები ხელს შეუწყობს იმ დიპლომატიური პროცესის წარმატებას, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიკალასი: ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიალევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა