10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ანტონიუ გუტერეში: კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ირანის ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. რეგიონსა და მსოფლიოს სასოწარკვეთილად სჭირდებათ შეჩერება. დეესკალაცია და დიალოგი ერთადერთი გამოსავალია. მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას“,- განაცხადა გუტერეშმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე: ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი
შემდეგი სტატიაშვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები