ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გაიმართა კონსულტაციები, რომლის მიზანი იყო ამერიკის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ხვალინდელი შეხვედრის წინ ევროპულ პოზიციათა კოორდინაცია.
კოშტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისთვის უწყვეტი იქნება, როგორც ომის პირობებში, ასევე მშვიდობის დროს და აღდგენის პერიოდში. მან განმარტა, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა ორწლიანი ფინანსური გეგმა უკრაინისთვის, რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა და სანქციების გაგრძელება, ქვეყანა გააძლიერეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ძლიერი და მდგრადი უკრაინა ევროკავშირის შემადგენლობაში მთავარ უსაფრთხოების გარანტად გამოიყვანა.
“ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა კოორდინაცია მოგვეხდინა პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე. უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება არ შეფერხდება. ომში, მშვიდობაში, აღდგენაში. ევროკავშირის ბოლო დროის გადაწყვეტილებებმა უკრაინა გააძლიერა: შემდგომი ორი წლისთვის უკრაინის საჭიროებებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა; გრძელვადიანად რუსული სუვერენული აქტივების გაყინვა; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება, შემდგომი ზომებიც იქნება საჭიროების შემთხვევაში; ძლიერი და აყვავებული უკრაინა ევროკავშირში საკვანძო უსაფრთხოების გარანტიაა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში”, – წერს კოშტა.



















