27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ანტონიო კოშტა: პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გავხსნით „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერს

დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნას.

ორშაბათს დაგეგმილ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გავხსნით „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერს – ეს არის გაწევრიანების პროცესის ხერხემალი, რომელიც ეფუძნება იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რაზეც ევროკავშირია დაფუძნებული: კანონის უზენაესობიდან დაწყებული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დასრულებული,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა წერს.

მისი თქმით, ეს არის აღიარება იმ მონდომების, სიმამაცისა და შრომის, რომელიც ორივე ქვეყანამ რეფორმების წინსვლისთვის გამოიჩინა, მიუხედავად უმძიმესი გამოწვევებისა. ამავდროულად, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობები შეუდარებელია.

,,გაფართოება სტრატეგიული არჩევანია. როდესაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უფრო ვაახლოებთ, ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელი ევროპის კონტინენტზე. მსოფლიოში, სადაც დაძაბულობა იზრდება, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენი საერთო ინტერესია.

გაფართოება კვლავ რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატების ისტორიად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“ — წერს ანტონიო კოშტა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს ქვეყნებს სურთ, ალიანსის სამხედრო მეთაურს მეტი უფლებამოსილება მიანიჭონ დრონების გაუვნებელყოფაში
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებთან სტაბილიზაცია საკუთარი ტყავის გადასარჩენად უნდა