21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ანტონიო კოშტა: ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს.

„შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გაციფროვნების სფეროში. ჩვენი ძლიერი პარტნიორობა ინვესტიციაა უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის მთელი რეგიონისთვის“, – წერს კოშტა.

ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გამარჯვებას. მოდით, გავაგრძელოთ ამ განახლებული იმპულსის გამოყენება ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – წერს რობერტა მეცოლა.

banner
წინა სტატიაში4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი რურუას ადვოკატი: ჩვენ თავიდანვე გვინდოდა საპროცესო შეთანხმება
შემდეგი სტატიამარტა კოსი: ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია