ანტონიო გუტიერეში – უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულები არ ყოფილა

უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი მდგრადი გამოსავალი არის მშვიდობა.

„უკრაინაში ომმა შეიძლება, კაცობრიობის მეხუთედზე მეტი ჩააგდოს ისეთი მასშტაბების სიღარიბესა და შიმშილში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა“, – დაწერა გუტიერეშმა „ტვიტერზე“.

banner
წინა სტატიაშიოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შტაბი – შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დარწმუნებული ვარ, საქართველოს საგარეო უწყება ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას