ანტონიო გუტერეშის ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა – საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს? – პოდოლიაკი

ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა – საფოსტო ბარათი მოსკოვიდან?,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ,,ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

პოდოლიაკი სვამს კითხვას, კვლავ რატომ იკავებს რუსეთი ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში.

,,ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?” – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა კიევის ოლქში, ქალაქ ფასტოვს, სამი რაკეტა ესროლეს
შემდეგი სტატიაკრემლის განცხადებები, რომ რუსეთი ამ ომში, რეალურად, ნატოს ებრძვის ფედერაციის წარუმატებლობის გამართლების მცდელობებია – ბაიდენი