მოვუწოდებ მხარეებს: გახსენით სრუტე – გემების უსაფრთხო, შეუფერხებელი გავლა ეკონომიკური და ჰუმანიტარული აუცილებლობაა,- აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.
„გახსენით სრუტე. მიეცით გემებს საშუალება გაიარონ. არანაირი გადასახადი. არანაირი დისკრიმინაცია. მიეცით საშუალება ვაჭრობა განახლდეს. მიეცით საშუალება გლობალურ ეკონომიკას ისუნთქოს“, – წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო, შეუფერხებელი გავლა ეკონომიკური და ჰუმანიტარული აუცილებლობაა.
















