ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებულ ბინებს კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს

22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული ბინები უკვე აღწერილია და მათ გასარემონტებლად დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებულ ბინებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს.

„ძირითადი დაზიანებები არის ხუთ ბინაში. კიდევ არის ორი ბინა, რომელსაც მცირე დაზიანებები აქვს. უკვე ხვალიდან ჩვენ შევუდგებით სამუშაოებს და შევეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში დავასრულოთ ჩვენი ნაწილი. ზუსტად ვერ გეუბნებით, რა დრო დაგვჭირდება, რადგან, საერთო ჯამში, დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი ფართი არის გასარემონტებელი და გასამაგრებელი“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოფშკვითში მოკლულ 17 წლის ბიჭს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის წერილი უკრაინის მოქალაქეებს