ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2019 15:59

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს, – ამის შესახებ დავით ქაცარავამ განაცხადა. როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უცილებელია, დადგინდეს ყველანაირი საზღვარი, რათა ასეთი გაურკვევლობები დასრულეს.

„აუცილებელია დავიწყოთ სამშვიდობო პატრულირება, მაგალითად, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, რადგან არანაირი მოდუნების დრო არ არის. ქვები, რომლებიც ბილიკზე დააწყვეს, ამით ცდილობენ, რომ ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. აშკარად განწყობილები არიან, რომ წაგვართვან ეს ტერიტორია, მაგრამ ამის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამაც და აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც. აქ არის პატარა ბილიკი, სადაო, საიდანაც კელიებთან და ტაძრებთან ხდება დაკავშირება, ის, რომ ამ ბილიკზე დავდივართ, არის ჩვენი საზოგადოების მინი გამარჯვება. დღესაც ხედავთ რომ რამდენი ადამიანია აქ ჩამოსული“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 5, 2019 15:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics