ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და “თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები და “თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

მთელი ღამის მანძილზე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, მათთვის სამართალდამცველებს მიეცათ უფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაცვლების, სადაც მოშიმშილეები და აქციის ორგანიზატორების ნაწილი რჩებოდა. თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მათ ამის საშუალება მხოლოდ გამთენიისას, მას შემდეგ მიეცათ, რაც პოლიციამ ე.წ. ყვითელი ავტობუსებისგან გაკეთებული კორდონი გახსნა.

ამ დროისთვის ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ იმყოფებიან, სადაც ასევე რჩებიან სამართალდამცველები.

ღამის განმავლობაში ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირება, ასევე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა ბოთლები დაუშინეს.

შეგახსენებთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პარლამენტთან აქციას უკვე მე-20 დღეა მართავენ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კი რუსთაველის გამზირზე გუშინ მივიდნენ. მათი განცხადებით, ლგბტ თემს დედაქალაქის მთავარ გამზირზე „პრაიდის“ ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, თუმცა აღნიშნული ღონისძიების რუსთაველზე გამართვა დაანონსებული არც იყო.

banner
წინა სტატიაშიდაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს – გურამ ფალავანდიშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა