ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის ბაზარი ამ დრომდე დაკეტეს

ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარს ამ დრომდე საწარმოო პროცესი აქვს შეჩერებული. ადმინისტრაცია კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტზე ყველის, თევზისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა.

ინდმეწარმეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ.

დარღვევების გამო, 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გმობს
შემდეგი სტატიაპატრიარქი გაციებულია და საკვირაო წირვას ამის გამო ვერ დაესწრო