სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, დავით სტურუას წერილი ვრცელდება ციხიდან, რომელიც ციხეში არსებულ პირობებსა და მდგომარეობას აღწერს.
“ანტისანიტარია – კროპეზი(?) გვჭამს!
პროდუქტი – ბაღაშვილების მარკეტში „ექსპრეს ქსელში“ შეტანილი პროდუქცია, განსაკუთრებით ხორცი ხშირად არის მომწამლავი, ან ვადაგასულია და დასტიკერებულია ცრუ ვადით და მეორე ვარიანტია შენახვის პირობებია დარღვეული.
“თაიმერი” სტურუას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ექიმი – საკანთან მოსული გაწვდის წამალს და გარბის, წესიერად არც გისმენს.
ანალიზები დროულად არ არის.
თანამესაკნე რომ დაიჭირეს, 2 თვის წინ იცოდნენ რომ ყბა გატეხილი ქონდა ქუჩაში ჩხუბის გამო. ეხლა შეუხორცდა და დღემდე არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება.
4 დღეა თვალის წამალი არ მაქვს.
საშინელი პირობებია, ვერ ვარ კარგად, არაა აქ საჩემო ადგილი, წიგნების კითხვით ვირთობ თავს. პოეზია მინდა ჯერჯერობით არ მაქვს…” – წერს დავით სტურუა.


















