“ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური” – ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რუსეთის და მისი ოკუპანტის სტატუსის შესახებ, მავნებლურ დეზინფორმაციას უწოდებს ნიკა რურუა.

ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელისუფლებას მიმართავს კითხვით, ემიჯნება თუ არა ზურაბიშვილის განცხადებას და კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ კანდიდატს.

„ეს არა მხოლოდ სიცრუე, არამედ ეს არის მავნებლური დეზინფორმაცია და მიმართული შეგნებული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. მივმართავ ხელისუფლებას შემდეგი კითხვით – ემიჯნება თუ არა ამ მავნებლურ განცხადებას, ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე პასუხი და მეორე – უჭერს თუ არა ხელისუფლება მხარს ამ კანდიდატს, ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადების შემდეგ,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიბახტრიონზე მომხდარი დაჭრა გახსნილია – შს მინისტრი
შემდეგი სტატიათურქეთი ვაშინგტონს ფეთჰულა გიულენის დაკავებასა და ექსტრადირებას სთხოვს