ანტირეკორდი მოხსნილია – კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.99 ლარი ღირს

ანტირეკორდი მოხსნილია – “თიბისი ბანკში” 1 აშშ დოლარი 2.99 ლარი ღირს, თითქმის იგივე კურსი აქვს “საქართველოს ბანკსაც,” სადაც ერთი ამერიკურლი დოლარის შესაძენად, 2 ლარი და 98 თეთრია საჭირო. სავალუტო შიხურებში კი ლარი დოლართან მიმართებაში 2.94-ია.

ექსპერტები ფასების ზრდის საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბენზინის, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება გარდაუვალია. მათივე თქმით, ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

თავად ხელისუფლებაში კი პასუხისმგებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, ოპოზიციას აკისრებენ. პრემიერი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ 20 ივნისის მშვიდობიანი პროტესტი სათავისოდ გამოიყენა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა ჰქონდა. როგორც პრემიერი განმარტავს, არასტაბილურმა გარემომ ქვეყანაში ლარის კურსზეც იმოქმედა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის – სანიკიძე
შემდეგი სტატიაასე არ გამოვა, რომ სამართლიანობის აღდგენა დაერქვას ვიღაც შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის მინიჭებას – დავით დვალი