ანტიკორუფციულმა სამსახურმა ,,სათე ჯის” თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებელი კომპანიის , TAHAL GROUP ის ზედამხედველი კომპანიის ,,სათე ჯის” თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ტაჰალ გრუპში” ადასტურებენ და სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.
“ჩვენი თანამშრომელი არ არის, ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელია. დეტალები, თუ რატომ იქნა დაკავებული ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით_ განაცხადა “ტაჰალ გრუპის” წარმომადგენელმა მედეა გიგუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფოთში ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ და ამბობენ რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს იტყვიან.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას