ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. ისინი ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურეობრივ მფარველობას.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც ინვესტორმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 ათასი ლარი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – პარლამენტში იქნება მეტი ქალი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია