“ანტიკას,, შვილს უკრაინიდან საქართველოში აძევებენ

კრიმინალურ სამყაროში ,,ანტიკას,, მეტსახელით ცნობილი,,კანონიერი ქურდის,, შვილს უკრაინიდან აძევებენ.
უკრაინული მედიით გავცელებული ინფორმაციით, უკრაინაში უხუცესი ,,კანონიერი ქურდის,, ანთიმოზ ქუხილავას (ქანთარიას) – იგივე ,,ანტიკას,, რომელიც კრიმინალურ სამყაროში უკრაინის ,,მაყურებლად,, ითვლება, შვილი დააპატიმრეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება,,,ანტიკას,, 32 წლის ვაჟს, უკრაინული პასპორტი და უკრაინის საზღვარგარეთის პასპორტი არალეგალური გზით ჰქონდა მიღებული, რის გამოც მათი ანულირება მოხდა. სასამართლოს დარბაზიდან, ადვოკატთან ერთად გაქცევის მცდელობის გამო კი, ქუხილავას ვაჟს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. როგორც უკრაინელი სამართალდამცავები აცხადებენ, უკრაინის მოქალაქე და წარმოშობით ქართველი ,,კანონიერი ქურდის,, ვაჟის დეპორტაცია მის მშობლიურ საქართველოში მოხდება.
აღსანიშნავია, რომ თავად ,,ანტიკასაც,, უკრაინელმა სამართალდამცავებმა, ორიოდე წლის უკან უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ის გარკვეული პერიოდი სტამბულში ცხოვრობდა. თუმცა მოგვიანებით მან, ასევე უკრაინული სასამართლოს გზით, მოქალაქეობა დაიბრუნა და ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკასვილის გადაყენების შემდეგ, 2016 წლის 30 დეკემბერს ოდესაში ზარ-ზეიმით ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ,,ანტიკას,, ოდესის აერპორტში ცნობილი ოდესელი ბიზნესმენები დახვდნენ.

 

banner
წინა სტატიაში,,თაიმერისა,, და ,,ენერგო პროს,, ურთიერთობით 500-მდე აბონენტის პრობლემა მოგვარდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა