ანტიგახარიული მოძრაობის დაწყებას სულ სხვა მიზეზები აქვს

ქართული ოცნება“ აშკარად შეშფოთებულია გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებით. აქამდე ყოფილ პრემიერზე მთელ პარტიას დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული, ახლა ერთხმად გმობენ მას. თან ემუქრებიან, პასუხს მოგთხოვთ იმისთვის პრემიერობიდან რომ წახვედიო. გადადგომაზე პასუხის მოთხოვნა ახლა სულ მცირე უადგილოა, რადგან ეს კაცი სამ თვეზე მეტია რაც გადადგა.

ანტიგახარიული მოძრაობის დაწყებას სულ სხვა მიზეზები აქვს. „ქართულ ოცნებაში“ შიშობენ რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ადრე თუ გვიან დალაგდება და მათ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. კახა კალაძეს ივანიშვილთან გაცილებით მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, მაგრამ დალაგდნენ და ყოფილი ფეხბურთელი ისევ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

ივანიშვილთაბ დალაგების გარდა არის სხვა საფრთხეც. ყოფილ პრემიერს ისეთი რაღაცების მოყოლა შეუძლია, რაც მმართველ პარტიას სერიოზულად დააზიანებს.

ძალიან საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ ვინ გასცა 20 ივნისის დარბევის ბრძანება. ეს ბრძანება გახარიას რომ არ გაუცია, ყველამ ვიცით. სულ სხვა ეფექტი ექნება იმას, ამას ყოფილი პრემიერი რომ იტყვის, რომელიც ამ დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს. აღსანიშნავია, რომ გახარია „ოცნებას“ სიმართლის გამხელით ერთხელ უკვე დაემუქრა. ეს 2019 წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ „ოცნების“ ნაწილმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოითხოვა, გახარიამ შს მინისტრის პოსტი დატოვოსო. ამაზე გახარიამ თქვა, რომ იტყოდა, ვინც გასცა სროლის ბრძანება. ძალიან მალე ის პრემიერის პოსტზე მოგვევლინა.

არანაკლებ საინტერესო და სკანდალური იქნება მისი პრემიერობიდან წასვლის ნამდვილი მიზეზის მოსმენა. „ქართულ ოცნებას“ არაფერში აწყობს გახარიამ დეტალებში მოყვეს, თუ რა მოხდებოდა ის რომ არ გადამდგარიყო. მას იმის გამხელაც შეუძლია ნიკა მელიას დაჭერის ამბავში „ოცნებამ“ რამდენიმე ბობოლა ნაციონალთან რომ ითანამშრომლა.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
ქრონიკა+

banner
წინა სტატიაშიშემცირდეს საგადასახადო წნეხი, რათა მივაღწიოთ ფასების დარეგულირებას – დამენია გაზის ტარიფის 8 თეთრით გაძვირებაზე
შემდეგი სტატიასამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას – გუმათში დაკავებულების ადვოკატები