“ანტიდასავლური განცხადებები კონგრესმენების წერილის მერე გახდა თვალშისაცემი”

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:56

“ანტიდასავლური განცხადებები კონგრესმენების წერილის მერე გახდა თვალშისაცემი”

“ეს ენერგია, ეს რესურსები, ეს თანხები, ეს ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული, რეალურად საქმეში რომ გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ სწორი რეფორმებისა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში, რეალურად უკეთესი იქნება ყველასთვის. ატლანტიკური საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი think tank, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ სიღრმისეულად არის დაკავებული საქართველოს საკითხების შესწავლით და კვლევით. იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად და კომპეტენტურად იცნობს ჩვენს ქვეყანას და წლებია, თვალ-ყურს ადევნებს. რომ არ მოგატყუოთ, ანტიდასავლური და ცოტა საჩოთირო განცხადებები ჩემთვის ბოლო პერიოდში გახდა თვალსაჩინო, მას შემდგომ, რაც კონგრესმენების წერილი იყო. მაშინ მომხვდა თვალში ასე მკაფიოდ გაკეთებული განცხადებები , რომლებიც ჩემთვის უცნაური იყო ძალიან იმიტომ, რომ ასეთი არ მახსოვს მანამდე, რომ არ მოგატყუოთ. იდენტიფიცირებადიც ახლა უფრო გახდა, თუმცა სოციალური ჯგუფი რომ არსებობდა და მუშაობდა, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მქონდა. “-აცხადებს ჩუგოშვილი

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics