26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

“ანტიანექსიური პლატფორმა — არა ოკუპაციას!” — საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა

საქართველოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა — „ანტიანექსიური პლატფორმა — არა ოკუპაციას!“ დაფუძნდა.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაა. აღსანიშნავია, რომ ჩაჩიბაიამ „ქართული ოცნების“ რიგები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების დროს დატოვა და უარი თქვა მხარი დაეჭირა თავისივე პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტისთვის.

დაფუძნების პარალელურად, ახალმა მოძრაობამ, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, ოფიციალური დეკლარაციაც მიიღო.

დოკუმენტი საზოგადოებას მოუწოდებს მშვიდობიანი, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ბრძოლისკენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
შემდეგი სტატია“შესაძლოა, ძალები ბიზნესში მოვსინჯო”- მამუკა მდინარაძე