ანტალიაში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

თურქეთის ტურისტულ ქალაქ ანტალიაში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც Reuter-ი ტელეკომპანია CNN Turk-ზე დაყრდნობით იტყობინება, აფეთქება სავაჭრო-სამრეწველო პალატაის შენობის ავტოსადგომზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდნეობა უცნობია. დაუზუსტებელი ცნობით, აფეთქდა დანაღმული მანქანა, თუმცა ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აფეთქება ადგილობრივი დროით 08:50 საათზე მოხდა. ამჟამად სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიმდებარე რაიონი პოლიციას აქვს ბლოკირებული. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

შემთხვევის ადგილი ანტალიის ტურისტული ზონიდან მოშორებით მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიარუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა