ანტალიაში ავტოავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ანტალიაში ავტოავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ არ მიუღიათ. ამასთან, კონსული შესაბამის ორგანოებთან მუდმივ კავშირზე იმყოფება.

ანტალიაში ავტოავარიის შედეგად 20-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი ტურისტი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თურქულმა სააგენტო Dogan-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ხაშურში – ადგილზე 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს
შემდეგი სტატიაბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია