ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარსდგა

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარსდგა. ფოლკლორულმა ანსამბლმა ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე უნიკალური მუსიკალური ნიმუშები წარმოადგინა.ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად კონცერტზე მონაწილეობას ანსამბლი “ერისიონი” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებიც იღებდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იყო უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: რუსეთი არ არის ერთმორწმუნე და მოძმე ერი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღეს სამეგრელოში აღნიშნავს