ანრი ოხანაშვილსა და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას – მანჯგალაძე

ამერიკის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებას გამართლება არ აქვს. ანრი ოხანაშვილსა და სხვა კოლეგებს, ვინც ამ ინციდენტში იყო ჩართული, ვურჩევ, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა და შეცდომის გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი.

„ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, უხერხულ მდგომარეობაში ვარ ადამიანურად, რომ ამაზე კომენტარი მიწევს, მაგრამ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა და შეცდომის გააზრება, რომ აგრესია არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი, არის ყველაზე კარგი გამოსავალი, ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს.

ჩვენთვის არაფერს ნიშნავს არც დასავლეთი, არც ამერიკა და წამსვლელი ვართ ყველაფერზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის – ეს არის გზავნილი და ამას აჟღერებენ ყოველ დღე, როცა სცემენ სტუდენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უსწორდებიან ფიზიკურად პოლიტიკოსებს, როცა ავტოკრატი ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის სიოს გრძნობს, იქცევა ისე ამაზრზენად, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – ახლა უკრაინას ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს