კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, “ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა და მიკროფონი გაუთიშა.
“შემოგთავაზებდით ასეთ ფორმულირებას, რაც სინამდვილეში არის ამ კანონპროექტის არსი, რომ ძალიან არ გინდათ და ძალიან გეშინიათ სამართლიანი არჩევნების”, – ამბობდა ნაცვლიშვილი.
ოხანაშვილმა თქვა, რომ სრული პასუხისმგებლობით უდგება იმ ვალდებულებას, რომელიც აკისრია და რომ რეგლამენტით აქვს ასეთ შემთხვევაში მიკროფონის გათიშვის ვალდებულება.
“მიკროფონის გათიშვის ვალდებულება მაქვს რეგლამენტის თანახმად… ქალბატონო ანა, რეგლამენტი გვავალდებულებს, მე ვიქნები აქ, თქვენ თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი კოლეგა, როდესაც საკითხი დეპუტატის მიერ, ცდება განსახილველ საკითხს, რომ უნდა ჩამოერთვას სიტყვა”, – უთხრა ოხანაშვილმა და თქვა, რომ მხოლოდ რედაქციული ხასიათის კითხვები და შენიშვნები უნდა ყოფილიყო.
9 თებერვალს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.