ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ შეუშვეს პარლამენტში ნიკა მელიას ადვოკატები

დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს, ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა პროკურატურას პატიმრობის შუამდგომლობის უფლება, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ოხანაშვილმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვას, რატომ არ შეუშვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში. ოხანაშვილის თქმით, სასამართლოში უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი და იქ იპაექრონ.

„ჩვენ დღეს არ ვწყვეტთ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების საკითხს. ჩვენ დღეს ვწყვეტთ საკითხს, მიეცეს თუ არა უფლება პროკურატურას, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს მინდოდა, რომ მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა და გამემახვილებინა ამაზე ყურადღება.

საზოგადოებას მივმართავ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ კოლეგებს. შესაბამისად, ეს არ არის სასამართლო და სასამართლოზე მხარეებს სრული უფლება ექნებათ, იპაექრონ. იქ უნდა განიხილონ პატიმრობის გამოყენება-არ გამოყენების საკითხი. ჩვენ კონკრეტულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა გადავწყვიტოთ თანხმობის მიცემა, შუამდგომლობა წარადგინოს პროკურატურამ. ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – როცა ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ არგუმენტები გააჟღერონ
შემდეგი სტატიადავით ზილფიმიანი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარს