ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის კულტით არის შეპყრობილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის კულტით არის შეპყრობილი და ბოლშევიკური მეთოდებით მოქმედებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბელადის კულტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა.

„ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტია ამიტომ არიან. ეს ქმედებებით იყო გამოხატული -„მიშა მაგარიას“ კლიპის ჩაწერით და „მიშა მაგარიას“ ძახილით. ეს არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამკვიდრებდა და საზოგადოებას თავს ახვევდა. ადამიანი, რომელიც თავს დემოკრატად მიიჩნევდა, უკვეთავდა კლიპ „მიშა მაგარიას“ და ყველანი ერთი კაცის კულტით იყვნენ შეპყრობილნი. საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან. მათ შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაყოფია: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადებებს მესამე პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება