ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება

„პარასკევს შევიკრიბოთ სამუშაო ჯგუფი, სადაც კომიტეტთან შეთანხმებით, შემოგთავაზებთ გრაფიკს, მომდევნო კვირაში როდის დავიწყებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას, ასევე, განვსაზღვროთ გრაფიკი და დროები“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტმა, 2021 წლის 25 ივნისს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა.

„გასაუბრების პროცესი წარიმართება ინკლუზიურად. წარმოდგენილი იქნებიან, როგორც სახალხო დამცველის ოფისი, ასევე, აკადემიური სფეროს წარმომადგენელები. არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას საშუალება ექნება მათთვის სასურველი ერთი წევრი წარმოადგინოს გასაუბრების პროცესში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა პროფესიულ საზოგადოებას. ეს პროცესი წარიმართება პარლამეტის წევრების აქტიური ჩართულობით და იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას ყველა გამოიყენებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

banner
წინა სტატიაში“ნუ შფოთავთ, ნუ შფოთავთ, მესმის, რომ პრობლემაა”- ნარმანია გაზის ტარიფის 8 თეთრით გაზრდაზე
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა