ანრი ოხანაშვილი : „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა აბსურდია

საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა აბსურდია და საწყისშივე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ნახა, როგორ ახდენდა ოპოზიცია საკითხის პოლიტიზებას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს.

„ოპოზიციამ შანსი გაუშვა, ყოფილიყო კრიტიკულად ობიექტური, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას, საწყისშივე აბსურდია. ახლა გახდა ცნობილი , რომ თურმე არსებობს რაღაც წერილი და შანტაჟს ჰქონია ადგილი. ეს საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. მე მათი სახელით ვერ ვისაუბრებ. ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს. ვიცით შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომ ნებისმიერ ფორმატში მისთვის მისვლა და ამ საკითხზე მსჯელობა პრობლემას არ ქმნის. თუმცა, დაუშვებელია და ყოვლად წარმოუდგენელია ერთი სამართლებრივი ქეისის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ეს არის საქმე არა „თიბისი ბანკის“, არამედ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. აქ ყველა პროცედურის დაცვით პროცესი სამართლებრივად უნდა წარიმართოს. ერთი სუბიექტის პოზიცია ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. საგამოძიებო ორგანო თავად საზღვრავს ტაქტიკას, ვის როდის გამოკითხავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

banner
წინა სტატიაშისამეფო კარის თამაშები ბაგრატიონთა დინასტიისგან – დედოფლის ოჯახი მეფეს სამეფო ჯილდოების გაყიდვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს