ანრი ოხანაშვილი – შსს-მ ინტენსიურად იმუშავა, რომ შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად აუცილებელია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტენსიურად იმუშავა, რომ შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად აუცილებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ შსს-მ იმუშავა ძალიან ინტენსიურად იმისათვის, რათა შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს უფრო მაღალ სტადარტს, შესაბამისად, ის რომ, ეს ბრალი წაეყენოს, უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამას სჭირდებოდა ინტენსიური მუშაობა. ცრუ ჩვენების დადგენა არ არის მარტივი საკითხი, ამ ყველაფერს სჭირდება შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ფაქტია, რომ არსებობს ამ საქმეში. მე დეტალებს არ ვიცნობ, კონკრეტულად, რომელ ჩვენებებზეა საუბარი, თუმცა, როდესაც ხდება პირისთვის ბრალის წაყენება, ამისთვის საჭიროა შეჯერებული მტკიცებულებები:, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მანს ასევე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციებზე და განაცხადა, რომ მათ იჩქარეს.

„ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი კომისიის ფარგლებში მუშაობა ანალიზზე დაფუძნებით. მომდევნო კვირას ვასრულებთ იმ ძირითადი მოწმეების გამოკითხვებს, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში, ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა შევაჯეროთ ჩვენებები და თუ მივალთ დასკვნამდე, რომ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ პირთან მიმართებაში, მაშინ შესაძლოა, გავცეთ რეკომენდაცია“, -განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო