ანრი ოხანაშვილი -შევასრულებთ კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემას

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

„მზად ვართ, შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტი შევასრულოთ, მათ შორის შევასრულებთ კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემას. საკითხზე მსჯელობა ერთ კვირაში დაიწყება, საშემოდგომო სესიის დასაწყისისთვის უკვე შეჯერებული უნდა ვიყოთ, ვინ რომელ კომიტეტს ჩაიბარებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპასუხისმგებლო საქმიანობა. ჩვენ თანამდებობას არ განვიხილავთ, როგორც ჩაბღაუჭებას გარკვეულ პრივილეგირებულ სკამზე. ჩვენთვის კონკრეტული თანამდებობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში დათმობს თუ არა ის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ მისთვის უპირატესია ქვეყნის ინტერესები და გადაწყვეტილებასაც აქედან გამომდინარე მიიღებს.

„იმ ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ, რაც არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღისთვის აუცილებელი. ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ხუთიდან ორი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა იყოს, ერთად უნდა შეჯერდეს პოზიციები. დათმობაზე არაა საუბარი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, შრომა და პატივია ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო თუ იქნება და შეთანხმება მოხდება, რომ კომიტეტს სხვა პირმა უხელმძღვანელოს, თუნდაც ოპოზიციონერმა, ჩემთვის უპირატესია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში
შემდეგი სტატიაარაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ – დაკავებულია 2 პოლიციელი