ანრი ოხანაშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის ძირითადი მიზანი იყო, უკეთესი კონსტიტუცია მიგვეღო და მისია შესრულებულია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ​ საკონსტიტუციო უმრავლესობის ძირითადი მიზანი იყო, უკეთესი კონსტიტუცია მიეღოთ და მისია შესრულებულია​.​ ამასთან, ​ანრი ოხანაშვილი ბექა ბაცვლიშვილის უმრავლესობიდან წასვლას ჯანსაღ პროცესად აფასებს.

„ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დავუჭირე. წინასწარაც ვუთხარი ბექას და ამის შესახებ იცოდა. ბექასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დანარჩენი მისი გადასაწყვეტი იყო. ეს ჯანსაღი პროცესია. ყველა ადამიანს საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. უპრეცედენტო მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც მსჯელობა და კამათი ასე ჯანსაღად მიმდინარეობს. ეს არის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში მაღალ დემოკრატიაზე. როდესაც ვერ თანხმდებიან გუნდში კოლეგები, ეს შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ ისინი უმრავლესობიდან გავიდნენ. როგორც კოლეგა, გახარებული არ ვარ, მიუხედავად ბოლო დროს კოლეგების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებისა. ეს ურთიერთობებს ავნებს და საზოგადოებაც ერთმანეთთან კინკლაობით არ უნდა დავღალოთ.

საკონსტიტუციო უმრავლესობის ძირითადი მიზანი გახლდათ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელებულიყო, უკეთესი კონსტიტუცია მიგვეღო და გუნდმა ეს შევძელით. ბევრად უკეთესი კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში დიქტატურა აღარასდროს დაბრუნდეს და ეს მისია შესრულებულია. გუნდი არის მყარი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პორექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისისხლიანი გარჩევა ვერცხლის ქუჩაზე – დაკავებულებს ბრალს უყენებენ
შემდეგი სტატია58 წლის მამაკაცმა ოკუპანტების საგუშაგოზე ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა