ანრი ოხანაშვილი : საგამოძიებო კომისიაზე ზვიად კუპრავს გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ვერ იქნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 2, 2018 12:19

ანრი ოხანაშვილი : საგამოძიებო კომისიაზე ზვიად კუპრავს გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ვერ იქნება.

„ამიტომ მიზანშეწონილია, გადავიდეთ უშუალო მოწმეებისა და მონაწილე პირების გამოკითხვაზე და ამის შესაბამისად ვიმსჯელოთ იმაზე, რა სახის მიმართვა თუ რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კომისიის მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა.

„მთვარია მიზანია, დადგინდეს ამ საქმეში რეალური სურათი და ჭეშმარიტება. ეს ჩვენ უნდა დავადგინოთ პირველ რიგში იმ უშუალო მონაწილე პირთა მეშვეობით, ვინც უნდა გამოვკითხოთ. გამოვკითხეთ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოგვიკითხავს ის უშუალო გამომძიებელი და ხელმძღვანელი, ვინც საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. ეს მოხდება დღეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა არ გვყავს ჯერ უშუალო თვითმხილველები და უშუალო მონაწილეები გამოკითხული, არ უნდა ვიჩქაროთ არანაირი რეკომენდაციის გაცემა. რადგან ეს არ დაემსგავსოს რაიმე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას. მაქსიმალურად უნდა გავცვალოთ დღეს არგუმენტები, გავუზიაროთ ერთმანეთს პოზიციები და ვფიქრობ, ყველასთვის მისაღები იქნება თუ შეჯერებული პოზიცია ექნება კომისიას. შაბათს ცალსახად დავაფიქსირეთ, რომ კუპრავას გამოკითხვა მიზანშეწონილი არ იყო, მით უმეტეს ამ ეტაპზე” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 2, 2018 12:19