ანრი ოხანაშვილი – სააკაშვილი ათი წელია თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს

ჩვენ მოგვისმენია ამ ადამიანის არაერთი განცხადება, რომელიც საბოლოოდ აღმოჩენილა ტყუილი და თუ რამე კარგი აქვს გაკეთებული და ასე თავმომწონედ თავს იქებს, რატომ აქამდე არ ჩამოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ათი წელია თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ჩამოვა და ატყუებს.

„თუ ჩამოვა მას, როგორც მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირს, რა თქმა უნდა ელოდება სასჯელაღსრულების დაწესებულება და ის კანონით დადგენილი პროცედურები, რა პროცედურებითაც ხდება ასეთი სტატუსის მქონე პირის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება. ასე რომ ჩვენ ჭორაობაში ვერ შევალთ და იმ შემთხვევაში, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, რისიც მათ ამომრჩეველს არ სჯერა, ჩვენთვის ეს არანაირი ინტერესის საგანი არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში, დაპატიმრების არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამათავისუფლებს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია