ანრი ოხანაშვილი – სააკაშვილი არის რეციდივისტი

სააკაშვილი არის რეციდივისტი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი, ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი, ვინ რა ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და არანაირი კავშირი ამას სასამართლო რაზე იმსჯელებს ან უკვე გამოტანილ განაჩენთან არ აქვს, უკვე დამდგარია განაჩენი და სწორედ დამდგარი განაჩენის შესაბამისად იმყოფება კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი, სამართლებრივად ასეა. ერთხელ ჩადენილია დანაშაული, რაზეც არის პასუხისგებაში მიცემული, ამის შემდგომ კიდევ ჩაიდინა მან სავარაუდოდ ახალი დანაშაული,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა ოპოზიციას – გიკვირთ, რატომ არ მოდიან პარლამენტში მოსმენებზე, როცა უზრდელობის მეტს არაფერს არ ავლენთ
შემდეგი სტატიაკუჭავა – მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს