ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: “თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით”

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს მიმართა.

“აი ეს არის თქვენი სახე ბატონო რომან, ნაციონალური მოძრაობის სახე, თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით. ეს ხომ ვიხილეთ ყველამ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ემოციებით და ადამიანების ბედით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ ცივი გონებით, ვიმოქმედებთ კანონის, კონსტიტუციის, რეგლამენტის სრული დაცვით”- განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: თითოეულ ადამიანს ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას გაასამართლებს ისტორია
შემდეგი სტატიათუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში – მელია