ანრი ოხანაშვილი-„ქართული ოცნების“ მონაპოვარია, რომ ყველა პარტიას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით

ჩვენი გუნდის მონაპოვარია, რომ ყველას აქვს სრული შესაძლებლობა ისარგებლოს იმ უფლებით, იმ შესაძლებლობებით, რაც მინიჭებული აქვთ პარტიებს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს საარჩევნო მარათონი. წინასაარჩევნო პროცესები და კამპანია შედის მნიშვნელოვან სტადიაში, როდესაც ჩვენ ვხვდებით ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, ვეცნობით საზოგადოების იმ გამოწვევებს, რომლებიც უნდა იყოს ჩვენთვის ყოველდღიურობა, რომ გადავჭრათ და მოვაგვაროთ მათი გამოწვევები. ყველა პარტიას აქვს შესაბამისი პლატფორმა, რომ თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია და რაც მთავარია, ყველა პარტიას აქვს იმის სრული შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში ესაუბროს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი, როდესაც ყველას აქვს სრული შესაძლებლობა ისარგებლოს იმ უფლებით, იმ შესაძლებლობებით, რაც მინიჭებული აქვთ პარტიებს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით: ეს არის უმძიმესი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – გაკეთებულ საქმეს ბევრი ხმაური არ სჭირდება