ანრი ოხანაშვილი პარლამენტში გიორგი ქობულიას მოსმენას საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენას საჭიროდ არ მიიჩნევს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი დარგობრივი კომიტეტის პრეროგატივა და მსჯელობის საგანია.

„პარლამენტი ის ადგილი არ არის, რასთან დაკავშირებითაც ყოფილმა მინისტრმა უნდა ისაუბროს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დარგობრივი კომიტეტის ფორმატში ყოფილი მინისტრის მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ირანისთვის “უკომპრომისო პასუხის” გასაცემად ავიამზიდებს გააგზავნის
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება უახლოესი ორი თვის განმავლობაში დასრულდება – პროკურატურა